Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Information Meeting of the Legislative Herald of Georgia

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

საუნივერსიტეტო შეხვედრები მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის საკანონმდებლო მაცნეს, როგორც ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ცნობადობის ამაღლებას.

 

ლექციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საკანონმდებლო მაცნეს სტრუქტურას, სერვისებს, ნორმატიული აქტებისა და კანონების გამოქვეყნებამდე მათი ტექნიკური დამუშავების კომპონენტებს, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის კანონმდებლობის თარგმნა და ძველი კანონმდებლობის გაციფრულება.

 

საუნივერსიტეტო წრეებთან თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, საკანონმდებლო მაცნე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდება და მათ პროექტის დეტალებსა და ინფორმაციას გაუზიარებს, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.